"ქართული ოცნება" უნდა მოერიდოს ადმინისტრაციული რესურსების უსამართლო გამოყენებას - ვიოლა ფონ კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "თვითერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებს. ფონ კრამონი ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას ულოცავს. მისი აზრით, ეს ცვლილება საპარლამენტო არჩევნების უფრო დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ევროპარლამენტარი ქვეყნის ყველა პოლიტიკურ პარტიას ურჩევს, დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • მიიღონ საარჩევნო კოდექსი, რომელიც სრულად ასახავს ODIHR-ის რეკომენდაციებს;
  • უზრუნველყონ მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი;
  • თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც პოლარიზაციასა და ძალადობას გამოიწვევენ;
  • "ქართული ოცნება" უნდა მოერიდოს ადმინისტრაციული რესურსებისა და ფინანსების უსამართლო გამოყენებას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი