
უკრაინაში 4 ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტვიტერზე ეხმაურება და წერს:
"ბაყაყების, ლიბერვურსტისა და სპაგეტის ევროპელ მოყვარულებს უყვართ კიევში სტუმრობა. ნულოვანი სარგებლით. ევროკავშირში გაწევრიანებას ძველ ჰაუბიცებს დაპირდნენ უკრაინას, დათვრნენ გორილკით და მატარებლით წავიდნენ სახლში, როგორც 100 წლის წინ. ყველაფერი კარგადაა. თუმცა, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობას. დრო იწურება" წერს მედვედევი
შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერი, იტალიის პრემიერი და რუმინეთის პრეზიდენტი ჩავიდნენ.