ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მოუთმენლად ველი დადებით შედეგებს ევროპული საბჭოსგან | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებამდე აუცილებლად მიიყვანს.

"მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც აუცილებლად დაგვაახლოებს საბოლოო გამარჯვებასთან. მადლობა პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეულ წევრს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოსგან დადებით შედეგებს მომდევნო კვირას", - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, ამ საკითხზე ხელახლა იმსჯელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი