უარი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე | რა პირობები უნდა შეასრულოს ქვეყანამ

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის რეჟიმის კატასტროფული მარცხი და ისტორიული დანაშაული ქართველი ხალხის  წინაშე. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, საქართველოს კი დავალებების გრძელი სია, თუმცა აქედან ყველაზე მთავარი დეოლიგარქიზაციაა. ფაქტობრივად ევტუშენკოვის მეგობარი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომლის გამოც ასოცირების ტრიოს ფლაგმანი ქვეყანა ლიდერის პოზიციიდან უმძიმეს ნიშნულამდე ჩამოვარდა და დასავლეთის უდიდესი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა დაკარგა.  

ევროკომისიის პრეზიდენტმა მკაფიოდ განმარტა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. უკრაინელები მზად არიან თავი გასწირონ ევროპული პერსპექტივისთვის, ამიტომ ისინი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ - ამბობს ურსულა ვონ დერ ლეიენი და აქვე საუბრობს კიევისა და კიშინიოვის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. საქართველოს კი ევროპელებმა უბრალოდ უთხრეს, რომ 6-თვიანი ვადა გვაქვს, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლებამ რეფომები უნდა განახორციელოს და შემდეგ ახალ გადაწყვეტილებას დაელოდოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი