ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ავტომატურად ოლიგარქია - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეხებოდათ.

სარჯველაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ოლიგარქიაზე საუბარი "უსაფუძვლოა".

"ოლიგარქიაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტიული ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არავითარი საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი, რამენაირად შეიძლება იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ არ არსებობს.
პრიმიტიულად ნურავინ მიუდგება და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. არსებობენ პოლიტიკოსები საქართველოში, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ, დასახელდა გვარები, მაგალითად როგორიც არის კეზერაშვილი", - თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, ამ საკითხზე ხელახლა იმსჯელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი