
საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
პაატა შევარდნაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება უპატიებელია.
"ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მითუმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი", - წერს პაატა შევარდნაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, ამ საკითხზე ხელახლა იმსჯელებენ.