"თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ შეუძლია, გააგრძელოს ისე, როგორც საქართველოსთან ომის შემდეგ, ჩვენ მაღალ ფასს გადავიხდით" - სტოლტენბერგი 

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა BILD-თან უკრაინის ომზე ისაუბრა და ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - არის თუ არა მოსალოდნელი უკრაინაში ომის გაჭიანურება უპასუხა, რომ არ გამორიცხავს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდეს. 

სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიულ ქვეყნებს ძვირი ფასი უჯდებათ, მაგრამ თუ პუტინი გაიგებს ისე, რომ მას შეუძლია გააგრძელოს, როგორც საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ აკეთებდა, მაშინ ისინი უფრო მაღალ ფასსაც გადაიხდიან. 

"არავინ იცის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ჩვენი ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ: ეს ვერ შეედრება იმ ფასს, რომლის გადახდაც უკრაინელებს არაერთი სიცოცხლით ყოველდღიურად უწევთ. და თუ პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს ისე, როგორც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით",- თქვა სტოლტენბერგმა. 

ამავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა თქვა, რომ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს. ნატომ კიდევ ერთხელ შეახსენა პურინს, რომ დაიცავს ყველა წევრ სახელმწიფოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი