
დღევანდელი მასშტაბური საპროტესტო აქციის საპასუხოდ, გომელაურის უწყებამ საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადა. ყველა რეგიონიდან საპოლიციო ძალები დედაქალაქში უკვე გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მზად აქვს სპეცტექნიკა, ბრძანებას ელოდება სპეცრაზმიც.
თუმცა დღევანდელ აქციას, დანაკლისით ხვდება რუსთავის სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი, გასულ თვეს 38-მა სპეცრაზმელმა დატოვა. თავად სამართალდამცველები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებენ.
მთავარი არხის ინფორმაციით, გომელაურის უწყებაში, ერთდროულად 400 პატაკი დაიწერა. პოლიციელები სამსახურებიდან ემიგრაციაში მიდიან და თავს უცხო ქვეყნებს აფარებენ მათ შორის ხელისუფლების საიმედო კადრებიც, ვინც ქართული ოცნების ყველა დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქცია "შინ ევროპისკენ" დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: გუგა მაისურაძე