შიდა ქართლში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს 15 წლის მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. 15-16 წლის მოსწავლეების ჩვენებები საგამოძიებო უწყებას აქვს, სკოლიდან კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს.
მასწავლებელი, ზურაბ ქარელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრის ოჯახის ახლო ნათესავია. ზურაბ ქარელი ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და პროვოკაცია "ნაციონალებმა" მოუწყვეს.
"რამდენიმე საკითხია, რომ თითქოს მე გოგონებს უფრო მაღალ ნიშნებს ვუწერ ვიდრე ბიჭებს, ვითომ ერთ გოგონას მხრებზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი გასწორდი მხრებში მეთქი და დავემუქრე, რომ ჩაგარტყამ თუ არ გასწორდები მეთქი, რომ ჰკითხეს ჩაგარტყაო? არა, არ ჩაურტყამსო. ვითომ ჩემი მანქანით ვთავაზობდი გაგასეირნებთ მეთქი, მაშინ, როდესაც 2 სექტემბერი იყო, მანქანა დავამტვრიე, გავყიდე და ამათთან შევედი 15 თუ 16 სექტემბრიდან გაკვეთილზე.
ეს არის ბინძური ცილისწამება და სარჩელი შემაქვს სასამართლოში, მათი მშობლებისგან უნდა მოვითხოვო საკმაოდ სოლიდური თანხის ანაზღაურება", - ამბობს ზურაბ ქარელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ზურაბ ქარელი წარსულში სკოლის დირექტორი იყო, მას მშობლები შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. იხილეთ: