
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს პარლამენტს, 24 ივნისის ნაცვლად, 22 ივნისს წარუდგენს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 20 ივნისს, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
მიზეზი, რის გამო შეცვალეს ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლის თარიღი, პაპუაშვილს არ განუმარტავს.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 17 ივნისს კი გამოქვეყნდა ევრიკომისიის დასკვნა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღონ. საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკომისია იმავე რეკომენდაციით არ წარსდგა.
ამავე თემაზე: