სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის გამართული აქცია „შინ ევროპისკენ" საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

France24-ის ცნობით, ორშაბათს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ევროკომისიამ კანდიდატურის გადადების რეკომენდაცია გასცა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, პარასკევს მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომლებმაც მოითხოვეს ევროკავშირში გაწევრიანება 24 თებერვალს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ფრიალით, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ ორშაბათს საღამოს მარშზე "შინ ევროპისთვის".

Aljazeera წერს, რომ დემონსტრაციაზე ბევრს ეჭირა პლაკატები, რომლებზეც ეწერა "ჩვენ ევროპა ვართ", შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. ქვეყნის წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ წამოიწყეს აქცია იდეით -"ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი"

გამოცემის ცნობით, აქციის ორგანიზატორები Facebook-ზე წერენ, რომ ევროპა არის ისტორიული არჩევანი და ქართველების მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. 

Radio France Internationale აქციასთან დაკავშირებით წერს, რომ "დეოლიგარქიზაცია" ევროპის ერთ-ერთი მოთხოვნაა. სტატიაში წერია, რომ საქართველოში მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკონტროლებს მისი ძლევამოსილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად,, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოლიტიკური როლი არ აქვს.

ამ თვის დასაწყისში ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს დაწესდეს პირადი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.

Euronews-ის  სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ  აქციის ორგანიზატორების თქმით, თავისუფლება, მშვიდობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობა არის ღირებულებები, რომლებიც მათ აერთიანებთ  და ეს ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციით გარანტირებული იქნება. 

გამოცემა Barron's წერს, რომ აქცია გაიმართა, რათა  ქართველ ხალხს ევროპისთვის ეჩვენებინა "ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი".

"საქართველოში მაიდანი იწყება" - ამ სათაურით კი ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები ტელეგრამის არხებში ავრცელებენ. ისინი წერენ, რომ დღევანდელ აქციაზე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს მოჰყვა, ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ფოტო: ვანო შლამოვი AFP

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი