დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, მიიღებს სტატუსს - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ამბობს, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.

მისი განცხადებით, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, ის მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

"სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რეკომენდაციაში არის კონკრეტული პირობები, რომლებიც უნდა შესრუდეს. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ მას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, ის მიიღებს სტატუსს", - თქვა ივან კორჩოკიმ.

 საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი