ისრაელში პარლამენტის დაშლასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირს ლაპიდი პარლამენტის დაშლასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ კანონპროექტს მომდევნო კვირაში წარადგენენ.  თუ ის დამტკიცდება, ახალ არჩევნებამდე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი იაირ ლაპიდი იქნება.

ბოლო სამ წელში ისრაელში ეს უკვე მეხუთე არჩევნები იქნება.

სამართლებრივი და სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, ახალი არჩევნები სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლო, 25 რიცხვში ჩატარდება.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი