
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს გამართულ აქციას "შინ ევროპისკენ" ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას. კრამონმა Twitter-ზე სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა.
"საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.
ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი", - წერს კრამონი.
ვიდეო მიმართვაში, სადაც 20 ივნისის აქციის კადრებიცაა, კრამონი ამბობს:
ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევით შედეგია ეს დიდი შეკრება ამ საღამოს. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.
თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!