პრიმიტიული მცდელობაა, რომ ევროპელ პარტნიორებს თვალებში ნაცარი შეაყარონ - ჯაფარიძე დეოლიგარქიზაციის "ოცნებისეულ" ვერსიაზე

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გაცხადებული გეგმა ევროპელი პარტნიორების მოტყუების პრიმიტიული მცდელობაა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამგვარი მცდელობების საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერც წლის ბოლომდე მიიღებს.

"ჩემი აზრით, ეს არის ძალიან პრიმიტიული მცდელობა, რომ მორიგ ჯერზე თვალებში ნაცარი შეაყარონ ევროპაში იმ ხალხს, რომლებიც პრობლემებს ხედავენ ამ ქვეყანაში. ამას არავინ ჭამს, ყველამ იცის, ვისზეა ლაპარაკი, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაში კონკრეტული გვარი და სახელი ჩაწერეს. რაზეა ლაპარაკი? ვის ატყუებენ და ასულელებენ? მაგის შედეგი საბოლოო ჯამში ის, რომ არანაირი სტატუსი არ იქნება 6 თვეში. პასუხისმგებელი კობახიძე კი არ იქნება, იქნება ივანიშვილი", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის არსებობის შემთხვევაში, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ "ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი. მან ოპოზიციას მიმართა, "ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი