
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ზე 20 ივნისს, თბილისში გამართული აქციის, "შინ ევროპისკენ" ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ განაგრძობენ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
"შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში", - წერს საელჩო.
ცნობისთვის, 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.