თურქეთში ნარკოკარტელების წინაარმდეგ მაშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა - სპეცოპერაციის დროს 70-მდე ადამიანი, მათ შორის, ინტერპოლის მიერ ძებნილი პირების დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით პოლიციამ 9 მილიონი ევრო და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღო. სპეცოპერაციაში თურქულ პოლიციელებთან ერთად ცხრა ქვეყნის, მათ შორის ბელგიელი და ესპანელი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.