ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები მზად იყვნენ შეხვედროდნენ
პრემიერ ღარიბაშვილს ან მთავობის სხა წარმომადგენლებს, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, "ქართული ოცნების" წევრები ბრიუსელში არ ყოფილან.
"ოპოზიციის წევრები ბრიუსელში ვიზიტისას ყოველთვის ამბობდნენ, რომ სურდათ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი, გვეკითხებოდნენ რჩევებს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, რომ ეს პროცესი დადებითად გადაწყვეტილიყო, ძალიან მოწადინებული იყვნენ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე ის ბრიუსელში არ მინახავს, თბილისში ვნახე, როცა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ვიმყოფებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები რომ ჩამოსულიყვნენ ბრიუსელში და ჩვენთან ესაუბრათ თავიანთ წუხილზე, შესაძლებელი იქნებოდა რაიმეს დასახვა, მაგრამ მათ ეს არ გაუკეთებიათ.
"ქართული ოცნების" წევრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ სურდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ როცა საქართველოში ბრუნდებოდნენ, სხვანაირად საუბრობდნენ, თავს გვესხმოდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს ფეიკებს ვქმნიდით", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე სამადაშვილი "ქვეყნის მოღალატედ" გამოაცხადა და თქვა: "ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს".
იხილეთ ასევე: