"ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს ევროკომისიის რეკომენდაციის გამო" | გალერის პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა. გალერი წერს, რომ ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.

ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ოპოზიციონერები, ევროპის სახალხო პარტია და უკრაინის ხელისუფლება "დაჟინებით ითხოვდნენ", საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. 

"დარწმუნებული ვარ ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია, რათა შესაბამისად და სამართლიანად გამოხმაურებოდა საქართველოს მთავრობის პრობლემებს", - დაწერა მან.

17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.  სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭო 24 ივნისს იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი