კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ზელენსკი ერთ დღეში 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა ევროკავშირში უკრაინის კანდიდატურაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. 

მისი თქმით, ელაპარაკა ბულგარეთის, ლატვიის, საბერძნეთის, შვედეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ავსტრიის პრემიერებს, სლოვენიის კანცლერს, მოლდოვისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს.

"ხვალ გავაგრძელებ ამ მარათონს - ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ვუზრუნველყოთ. ჩვენ ველოდებით საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას ხვალ ღამით", - ამბობს ზელენსკი. 

ცნობისთვის, მოლდოვა თავადაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია კანდიდატურის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია უკვე გაუწია ევროპულმა კომისიამ, რომელმაც საქართველოს ჯერ კონკრეტული პირობების შესრულებისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი