"უიჰ... ძალიან გულდაწყვეტილები არიან სალომე ზურაბიშვილით" - კობახიძე წყევლაზე

გამოქვეყნდა:

"უიჰ" - ასეთი იყო ირაკლი კობახიძის რეაქცია, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის წყევლაზე. მედია დაინტერესდა, რა შეფასება ექნებოდა პარტიის თავმჯდომარეს "ოცნების" წარმომადგენლის ფეისბუქ კომენტარზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით.

კობახიძის თქმით, სიტყვებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ამბობს, რომ "ოცნების" წარმომადგენლები გულდაწყვეტილები არიან სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით:

"სიტყვებს ვერ შევაფასებ, მაგრამ ზოგადად ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არიან ძალიან გულდაწყვეტილები იმ ყველაფრით, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო წარდგენილი როგორც ზეპარტიული კანდიდატი და ასეც მოქმედებდა ის  გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ვხედავთ ახლა, რომ ის პოზიციონირებს დღეს, როგორც სალომე სამადაშვილი და ბუნებრივია არიან გულდაწყვეტილი, რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" ამბობს კობახიძე

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი