დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ლონდონმა აკრძალა რუსეთში თვითმფრინავების საწვავის, საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებიც დაკავშირებულია ნავთობთან და მის გადამუშავებასთან. დიდი ბრიტანეთი ასევე კრძალავს რუსეთში გირვანქა სტერლინგის ექსპორტსა და გამოყენებას.
უფრო კონკრეტულად, აიკრძალა:
"ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ყველაფრის გაყიდვა, მიწოდება ან რუსეთისთვის გადაცემა;
თვითმფრინავის საწვავის ან საწვავის დანამატების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება;
რუსეთში წარმოებული შემოსავლის მომტანი საქონლის იმპორტი, შეძენა, მიწოდება;
ფუნტი სტერლინგისა და ევრო ბანკნოტების მიწოდება ან გადარიცხვა რუსეთში ან რუსეთთან დაკავშირებულ პირებთან;
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ტექნოლოგიების გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება."
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. აკრძალვები ძირითადად ეხება საბანკო და მაღალტექნოლოგიურ სექტორს. ევროკავშირმა ამ დრომდე სანქციების ექვსი პაკეტი დაამტკიცა.