"ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული ოჯახის წევრები არიან" | ურსულა ფონ დერ ლეიენი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, სამივე ქვეყანა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ევროპული ოჯახის წევრია. მისი თქმით,  გადაწყევტილება, რომელიც დღეს მიიღეს, რუსეთის აგრესიის წინაშე სამივე ქვეყანას გააძლიერებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ძალიან კარგი დღეა ევროპისთვის, მე ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა არის ევროპული ოჯახის წევრი და დღევანდელი გადაწყვეტილება ამას ადასტურებს. ჩვენ ასევე დავსახეთ გზა, როგორ უნდა მოხდეს მათი სვლა ევროპისკენ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავაჩინეთ იმედის ნაპერწკალი უკრაინისა და მოლდოვის და საქართველოს მოსახლოებისთვის, რა საკვირველია მიღების პროცესი არის საკმაოდ გრძელი და რთული, თუმცა ვფიქრობთ, რომ რაც შეეძლება სწრაფად უნდა შესრულდეს რეფორმები იმიტომ რომ ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის. ისინი გააუმჯობესებენ საკუთარი მოსახლეობის დონეს.

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, გააძლიერებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე და რაც მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირი არის ერთიანი" - ამბობს ლეიენი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად: ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულები შესრულების შემდეგ მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი