"ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როცა ის იქმნება" - ასე გამოეხმაურა ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი სტატუსის, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
კომისია ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს, რომ სამივე ქვეყანას პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე სამუშაო აქვთ.
"ზოგჯერ ძნელია შეამჩნიო ისტორია, როცა ის იქმნება... ჩვენ ევროპის კონტინენტისთვის ისტორიული მომენტის მოწმენი ვართ. უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს - სამივეს, პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე სამუშაო აქვს. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას გვაძლიერებს" - წერს ევროკომისია
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი გასცა რეკომენდაცია, რომლის შესრულების შემდეგაც შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
იხილეთ ასევე: