ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა სრულყოფილადა განსაზღვრული. მისი თქმით, ვიცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს.
"საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. და ჩვენ იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით. ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის [უნდა გაკეთდეს]. მზად ვართ ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა რომ ევროპული მომავლის ასაშენებლად", - ამბობს ბორელი.