ვიცით, ქართული საზოგადოება მზადაა, ყველაფერი გააკეთოს EU-ს გზაზე წარმატების მისაღწევად - გერმანიის საელჩო

გამოქვეყნდა:

საქართველოში გერმანიის საელჩო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იციან, ქართული საზოგადეობა მზადაა ყველაფერი გააკეთოს ევროპულ გზაზე წარმატების მისაღწევად.

"მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის  წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია  თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - აცხადებს საელჩო.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს შემთხვევაში კი აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. საბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი