EU-ს ინსტრუქციები ცალსახაა, ბურთი თქვენ მოედანზეა - კრამონი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ევრიპარლამენტისა და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე. კრამონი წერს, რომ სამივე ქვეყანა ევროპაა და რომ წინ გრძელი გზაა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას, რაც სამი ხალხის ნებაა.

"ვიმედოვნებ, რომ 6 თვეში ასევე ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს. ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მოქმედება. ევროკავშირის ინსტრუქციები ცალსახაა. ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა", - წერს კრამონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი