უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ირანში, ლიბანში, საქართველოში, სლოვაკეთსა და პორტუგალიაში.
შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა 1-ელ მარტს, იგორ დოლგოვი ჯერ კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოდან, ხოლო უკვე 31 მარტს, მის გაწვევას მოაწერა ხელი.