საქართველოს შეუძლია გახდეს ევროინტეგრაციის მთავარი პრეტენდენტი - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას უფრო პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯია - მართლმსაჯულების პოლიტიზირების დასრულება. საქართველოს შეუძლია გახდეს ევროინტეგრაციის მთავარი პრეტენდენტი!!! - წერს კუბილიუსი.