მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომელთა გახანგრძლივებასაც EU აპირებს - პარლამენტის სპიკერი

გამოქვეყნდა:

მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომელთა გახანგრძლივებას ევროკავშირი აპირებს - ამის შესახებ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სტატუსი და ევროპული მისწრაფებები ევროკავშირთან სოლიდარობას მოითხოვს.

„ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ევროკავშირის მიმართ. როგორც ჩვენი სტატუსი, ასევე ჩვენი სურვილი ევროპის მიმართ გვავალდებულებს განვაგრძოთ სოლიდარობა. ამ სანქციების მიზანია ომის შეჩერება, რათა ამის შემდეგ დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ“, - განაცხადა გროსმა.

კითხვაზე, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე, გროსომ თქვა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მოლდოვას გადაწყვეტილებას:

„დიახ, ჩვენ გვინდა მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, იქ რამდენიმე ასეული ათასი მოლდოველი ცხოვრობს და მუშაობს. ჩვენ ვფიქრობთ მათზე. ჩვენ გვინდა თქვენთან ვაჭრობა, მაგრამ ჩვენ გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა გროსმა.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 23 ივნისს მიანიჭა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი