სამოქალაქო აქტივისტი, "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრი ბრიუსელში ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი მთავარი თემა ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებია.
ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ევროპაში უკვე კარგად იციან, რომ მთელი სახელმწიფო ივანიშვილს აქვს მიტაცებული, თუმცა მათ სჭირდებათ კონკრეტული მტკიცებულებები. ის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, შეაგროვონ მეტი მტკიცებულება.
"პირდაპირ მთხოვეს, წარვადგინოთ კონკრეტული მტკიცებულებები თუ როგორ მართავს ის ქვეყანას და როგორ არის ჩართული რუსეთთან ერთად ჩვენი რეგიონის დესტაბილიზაციაში",- თქვა ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილი ამბობს, რომ ევროპაში "ქართულ ოცნებას" სერიოზულად არ აღიქვამენ.
"ქართულ ოცნებას ირონიულად უყურებენ, არ აღიქვამენ სერიოზულად და პირდაპირ ამბობენ, რომ არ არიან სერიოზული ხალხი. მათგან აღარაფერს ელოდებიან მსგავსი განცხადებების შემდგომ. პირდაპირ ეწერა რეზოლუციაში ივანიშვილის სახელი. თითქოსდა სხვა ადამიანი არიან ოლიგარქებად მოხსენიებული ეს არის სასაცილო ევროპელებისთვის. ყველა ევროპარლამენტარი იცინოდა. 11 ევროპარლამენტარს შევხვდი მათ შორის ყველა არ იყო EPP-ს წარმომადგენელი",- აღნიშნა ფავლენიშვილმა "მთავარი არხის" ეთერშიმ პირდაპირი ჩართვისას
სამოქალაქო აქტივისტმა, ასევე, თქვა, რომ ევროპარლამენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და მისი პატიმრობის მნიშვნელობაზე. მისი პატიმრობა კი პრორუსულობის მთავარი ტესტია და მას პუტინის პირად პატიმრად აფასებენ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარები ღიად ამბობენ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკას გვარამიას აბსურდულ საქმეზე დაპატიმრება "ბოლო წვეთია".