დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება - დღევანდელ პროცესზე კვლავ დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის, ის პოლიციელები, ვინც "მთავარი არხის" დამფუძნებელთან საკანში შევიდნენ და მისი პირადი ნითები უკანონოდ ამოიღეს.
ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ სამართალდამცველების დაკითხვისას კიდევ ერთხელ დაადასტურდება, რომ რურუა უდანაშაულოა და ციხეში პოლიტიკური მოტივით ზის.
დაიკითხება დაცვის მხარის სამი მოწმე. ესენი არიან პოლიციელები. ერთ-ერთს მონაწილეობა აქვს მიღებული გიორგი რურუას შეჩერება/დაკავების ოპერაციაში... შესაძლებელია გამოვიკვლიოთ დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები. ამ სხდომიდანაც ველოდებით, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულო, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.