მარნეულის მუნიციპალიტეტში, კორპუსის ავარიულობაზე წერილი არ შემოსულა - რწმუნებული ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურშვილის თქმით, მარნეულში ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლების მხრიდან, კორპუსის ავარიულობასთან დაკავშირებით მერიაში არანაირი წერილი არ შესულა.

"მსგავსი ტიპის წერილი ავარიულობასთან, კორპუსის მდგრადობასთან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ შესულა, შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ. ამაზე, რა თქმა უნდა შექმნილია კომისია, რომელიც სწავლობს ამ საკითხს ასევე ჩვენ მივმართავთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს და დროულად მოვახდენთ შესწავლას, ავარიულობის შესახებ მდგრადობას კორპუსის და ეს დასკვნა თქვენთვისაც იქნება ხელმისაწვდომი და გაგაცნობთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია, წერილი იმის თაობაზე, რომ კორპუსი ავარიულია და დახმარებას ითხოვდა, ესა თუ ის მოქალაქე და ამხანაგობა, ასეთი ტიპის წერილი არ არსებობს", - ამბობს გიორგი დოხტურაშვილი 

შეგახსენებთ,რომ 26 ივნისს მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  კორპუსის მცხოვრებლები  მომხდარ ტრაგედიაზე  პასუხისმგებლობას, ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი