რუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან უშვებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რვა ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის დასატოვებლად რვა დღე მისცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ დაიბარეს საბერძნეთის ელჩი პროტესტის ნიშნად „საბერძნეთის ხელისუფლების კონფრონტაციულ კურსზე რუსეთის მიმართ, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გამო“.

რუსეთმა, ასევე, გააპროტესტა საბერძნეთის გადაწყვეტილება, რუსი დიპლომატების ჯგუფის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე. 

ცნობისთვის, საბერძნეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია და შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი ქმედებების გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი