"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამჯერად ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას აკრიტიკებს:
ერთი მაგალითი ავიღოთ - მარკეტა გრეგორევა. თავის ქვეყანაში მისი პარტია იღებს 15%-ს, ის ლიდერიც კი არ არის ამ პოლიტიკური პარტიის და ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში, როდესაც ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში. ნუ ესეა რა ეს, პარლამენტი ესეა საერთოდ... ამიტომ მოხვდა უამრავი სისულელე ევროპარლამენტის რეზოლუციაში, - ამბობს კობახიძე პალიტრა ნიუსის ეთერში.