
ატლანტაში, Subway-ის თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს, მას შემდეგ, რაც კლიენტი განაწყენდა მის სენდვიჩზე ძალიან ბევრი მაიონეზის გამო. ამის შესახებ განცხადება პოლიციამ გააკეთა.
პოლიციის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კაცმა იარაღიდან ესროლა ორ თანამშრომელს, 26 წლის ქალს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა და 24 წლის ქალს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებული ქალის 5 წლის ბავშვი ამ დროს რესტორანში იმყოფებოდა.
"ეჭვმიტანილი შევიდა რესტორანში (რომ) შეეკვეთა სენდვიჩი და სენდვიჩში რაღაც არასწორი იყო, რამაც ის იმდენად გააღიზიანა, რომ მან გადაწყვიტა გაბრაზებულიყო აქაურ ორ თანამშრომელზე", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
პოლიციამ დააკავა 36 წლის ატლანტაელი კაცი დააკავა რესტორანთან ახლოს.