საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ბერლინში მიმდინარე ფორუმზე მიღებულ იქნა რეზოლუცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. რეზოლუციაში გამოთქმულია მწუხარება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გაშვების თაობაზე, რის მთავარ მიზეზსაც ქვეყნის ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს.
IDU გმობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფის ნათელი მაგალითებია.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია იმედგაცრუება, რომ საქართველო - ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა - დღეს ვერ აკმაყოფილებს მისი ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელ კრიტერიუმებს, ხდება დემოკრატიული დღის წესრიგიდან გადახვევა და ძლიერდება ავტორიტარული და ანტი-დასავლური ტენდენციები.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო გლობალური პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია.
IDU შეიქმნა 1983 წ. მისი დამფუძნებლები იყვნენ მარგარეთ თეთჩერი, ჯორჯ ბუში (უფრ), ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი და სხვ.