ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა. ამ თემაზე ვიქტორ ყიფიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეფერხებები ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება.

"[გადმორიცხვასთან დაკავშირებით შეფერხება] ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება, ამიტომაც ერთ-ერთ ეთერში გამოვიყენე ასეთი სიტყვათა წყობა, რომ ფაქტობრივი სანქციები მეთქი და ეს დავასაბუთე სწორედ იმით, რომ როდესაც ადამიანს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა, ეს არის გამოუცხადებელი ფაქტიური სანქციების პირობებში. [ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის ივანიშვილი] ხომ, ეს შეიძლება იყოს ხატოვანი, ლიტერატურული, მაგრამ ეს ძალიან ზუსტად ასახავს იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან "კრედიტ სუისთან" აქვს დავა. 11 მაისს ვიქტორ ყიფინმა წერილი გაავრცელა სადაც აღნიშნული იყო, რომ ძველი დავის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილს პრობლემა შეექმნა საბანკო გადარიცხვებზე პრობლემა შეექმნა, გარდა ამისა, შეფერხებები ჰქონდა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში, ასევე, ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი