36 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ ცნეს

გამოქვეყნდა:

36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცმა წერს, რომ 36 წლის სამი შვილის დედამ კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი ოპერაციისთვის მიაკითხა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმმა ის კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და პროცედურისთვის არასაჭირო ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა. სწორედ ამან შეუქმნა პაციენტს რესპირატორული პრობლემები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ბრალდებულმა, დახმარების თხოვნის ნაცვლად, 36 წლის ქალის გვამი მანქანაში ჩადო, ჰალკიდიკის რეგიონში წაიღო და კლდიდან გადააგდო. სწორედ იქ იპოვეს გვამი რამდენიმე დღის შემდეგ.

ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ შემთხვევა ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა იყო.

„ეს იყო ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. არ მქონია მისი მოკვლის განზრახვა. არ მქონია განზრახვა, რომ რაიმე ზიანი მიმეყენებინა დიანასთვის, მითუმეტეს, მომეკლა“,- თქვა მან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი