სირიამ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა

გამოქვეყნდა:

სირიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა - „სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ - აცხადებს ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

აღიარებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების ბრძანება პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ივნისის შუა რიცხვებში გასცა. 

შეგახსენებთ, ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობა" პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს აღიარა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი