ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერშეტევისგან თავდასაცავად £5 მილიონით დაეხმარება

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოს რუსეთის კიბერშეტევისგან თავდაცავაში დაეხმარება. ინფორმაცია ბრიტანეთის სამთავრობო საიტზეა გავრცელებული.

"დღეს გამოცხადებული 5 მილიონ ფუნტზე მეტი დამატებითი დაფინანსება აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის კიბერ მხარდაჭერის მომდევნო ფაზას საქართველოსთვის. ის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაძლებლობას მისცემს წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია - გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ბრიტანეთი პირდაპირ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - წერია განცხადებაში. 

ბრიტანეთის სამთავრობო საიტზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უკრაინამ და საქართველომაც განიცადეს რუსული სამხედრო აგრესიის საშინელი შედეგები - როგორც უშუალოდ მათ ტერიტორიებზე, ისე ირიბად კიბერ და სხვა თავდასხმების საშუალებით.

"ქართველი ხალხი ყოველდღიურად ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერ შესაძლებლობების გასავითარებლად", - თქვა ბორის ჯონსონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი