"ყვარელში "ოცნებამ" დაგვახვედრა აგრესიული ჯგუფი, მათ შორის იყო პოლიციის უფროსი" | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ თავს დაესხა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფი. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ისინი სრრულად არიან იდენტიფიცირებულები.

ჯაფარიძის თქმით, ჯგუფში შედიოდნენ "ქართული ოცნების" შტაბის წევრები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

"გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის, მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევა თითოეული მათგანის, ვინც ცდილობდა რომ შეხვედრა არ შემდგარიყო.

ყველანი არიან იდენტიფიცირებულები, ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები, სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს ყველაფერი აღწერილია, აღნუსხულია, დოკუმენტირებულია და მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული იდეის სანაცვლოდ ქართული ოცნება გვთავაზობს დაპირისპირებას, აგრესიას თავდასხმას ", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები და სახალხო მოძრაობის წევრები, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას ხვდებიან და საინფორმაციო კამპანიას ეწევიან საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. არიგებენ ფლაერებს და მოუწოდებენ, 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ. მათ დღეს ოცნებამ საკუთარი პარტაქტივი დაუპირისპირა ყვარელშიოზურგეთსა და ზუგდიდში

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი