საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია. უწყების ცნობით, ის სამუშაო გარემოს შესაბამისი ტესტირების შემდგომ დაუბრუნდება.
"გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.
მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში.