საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი ამბობს, რომ უამრავი სპეკულაცია ესმით იმის შესახებ, თუ ვის რა განზრახვები აქვს და რა მოხდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვისაც სურს გაიგოს რისი დანახვა სურს ევროკავშირს საქართველოსგან კომისიის მოსაზრებებსა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უნდა შეხედოს.
"უამრავი სპეკულაცია გვესმის იმის შესახებ თუ რა მოხდება და ვის რა განზრახვები აქვს, თუ ვინმეს აინტერესებს და სურს გაიგოს რა უნდა ევროკავშირს და რისი დანახვა სურს მას, უბრალოდ უნდა შეხედოს კომისიის მოსაზრებებს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, იქ არის მოცემული მკაფიო განმარტება, თუ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები და რა არის ის, რისი დანახვაც გვსურს. კიდევ ერთი რამ ვადების შესახებ, აქ არის ეტაპები, ისე ნუ დავინახავთ, თითქოს ახალ და დაიწყო და 6 თვის შემდეგ დასრულდება, ეს პროცესი გაგრძელდება და მთავარია შეასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროპულმა საბჭომ მოგცათ და იპოვოთ მეთოდი, როგორ ჩართოთ ყველა დაინტერესებული მხარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - ამბობს დიეგო კოლასი.
იხილეთ ასევე: