დეპუტატები მოვიდნენ, უცებ ეცნენ ვატოს, ღია სივრცეში, შუა მიღებაზე - თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" ფინანსური დირექტორი, ნანა აბურჯანიძე, რომელიც გუშინ აშშ-ს სალჩოში მიღებას ესწრებოდა ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. ის ყვება, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მხირდან პროვოცირებას ადგილი არ ჰქონია და რომ მას ხელი ოხანაშვილის გარდა მგალობლიშვილმაც დაარტყა.

"მოვდიოდით და უცებ ჩქარი ნაბიჯით მოუახლოვდა ანრი ოხანაშვილი, შუბლი შუბლზე მიადო, ვერ გავიგე რა უთხრა, რაღაცას ეუბნებოდა ძალიან დაძაბული სახით და მოუქნია, სახეში სთხლიშა. გამოჩნდა ოდიშარია, ზარქუა, ეს ოდიშარია თითქოს აშველებდა, ზარქუა იგინებოდა. მგალობლიშვილი, მე არ ვიცი ეს დეპუტატი ვინ არის, მაღალი დეპუტატი, რომელიც კიდევ გადმოდგა და მეორე მხრიდან სთხლიშა ხელი ვატოს. ვატოს მხრიდან არ იყო პროვოცირებული არანაირად, ისინი მოვიდნენ, უცებ ეცნენ ვატოს, ღია სივრცეში, შუა მიღებაზე", - ყვება აბურჯანიძე.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს სთხოვს გასაჯაროვდეს ინციდენტის ამსახველი კადრები. ის ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სალეჩო ქვეყანაში ძალადობას წაახალისებს.

"ბექა ოდიშარია იყო, ზარქუა და მგალობლიშვილი, მომიახლოვდა გამომიქანა ხელი, სანამ მოვედი გონს, მგალობლიშვილმა მეორე დამაწია და ჯგუფური თავდასხმა იყო. მე მივმართავ კელი დეგნანს, თქვენ ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური თავდასხმა, აუცილებლად საზოგადოებრივი ინტერესია, რომ ეს კადრები იხილოს მთელმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ეს კადრები თუ არ იხილა მთელმა ქვეყანამ, თქვენ წაახალისებთ ამ ქვეყანაში ძალადობას", - ამბობს წერეთელი. 

აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ინფორმაციას სწავლობენ. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი