აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ - ქარტიის დირექტორი წერეთელზე თავდამსხმელებზე

გამოქვეყნდა:

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია "ტვ პირველის" დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდამსხმელმა დეპუტატებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ. ის, ასევე, მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მომხდარს.

"აუცილებელია ამ პირებმა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ასევე მოვუწოდებ მმართველ გუნდს, რომ გაემიჯნონ მათ ამ საქციელს, რათა ამით კიდევ უფრო მეტად არ წახალისდეს მედიის მიმართ ძალადობა. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა ყოველთვის ახალისებს ძალადობას ჟურნალისტებისა და ოპერატორების მისამართით", - ამბობს გოგოსაშვილი.

ცნობისთვის, შემთხვევა აშშ-ს საელჩოში 30 ივნისს მოხდა. "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა კი მას ხელი დაარტყეს. წერეთელი ინციდენტის მონაწილეებად ასევე ასახელებს ირაკლი ზარუასა და ბექა ოდიშარიას.

ვატო წერეთელი და "ტვ პირველი" ითხოვს მომხდარის ამსახველი კადრები საელჩომ გაასაჯაროოს. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ინფორმაციას სწავლობენ. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი