ოხანაშვილის, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტის წყობიდან გამოყვანა უკიდურეს სიბილწეს შეეძლო - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ანრი ოხანაშვილი, "მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი" ადამიანი წყობილებიდან მხოლოდ "უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო გამოეყვანა. 

სხვა დეპუტატების მსგავსაც ისიც ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოში "ტვ პირველის" დამფუძნებელ ვატო წერეთელზე თავდასხმა დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ვოლსკი ვარაუდობს, რომ "ასეთი პროვოკაციები" კიდევ დაიგეგმება.

"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება", - წერს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, შემთხვევა აშშ-ს საელჩოში 30 ივნისს მოხდა. "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა კი მას ხელი დაარტყეს. წერეთელი ინციდენტის მონაწილეებად ასევე ასახელებს ირაკლი ზარუასა და ბექა ოდიშარიას.

ვატო წერეთელი და "ტვ პირველი" ითხოვს მომხდარის ამსახველი კადრები საელჩომ გაასაჯაროოს. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ინფორმაციას სწავლობენ. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი