"ქართული ოცნება" მორიგ დიპლომატიურ სკანდალშია. ქვეყანა საფრანგეთში ელჩის გარეშე დარჩა. 3-წლიანი მისიის შემდეგ, თეა კატუკია პოსტს ხმაურიანი ბრალდებებით ტოვებს.
დიპლომატი ღიად ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში მუდმივი ზეწოლის, ცილისწამებისა და მუქარის პირობებში უწევდა მუშაობა, ეს ბრალდებების მხოლოდ ნაწილია. კატუკია ხელისუფლების პასუხისმგებლობას აყენებს და აცხადებს, რომ სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებით ვერ მიიღო ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.