"ოცნების" დეპუტატები გამაოგნებელი ინციდენტის ეპიცენტრში. ამერიკის საელჩოში გამართული მიღება ხელისუფლების წევრებმა მუშტიკრივით დაასრულეს. ანრი ოხანაშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში, მას შემდეგ, რაც TV პირველის დამფუძნებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საპარლამენტო საქმიანობით ვერ, მაგრამ საზოგადოებამ გუშინ "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი გაიცნო.
საელჩოს, შესაბამისად ამერიკის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, რა იყო ის უკადრებელი, რამაც თმენის ვალდებულება, ქვეყნის ინტერესები და კანონიც დაავიწყა, თვითმხილველებმა კი მხოლოდ ის ნახეს, როგორ მიეჭრნენ "ოცნების" დეპუტატები ვატო წერეთელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.