ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, 

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის, თქვენი პრემიერის დახმარებას. სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი განკარგულებას ბორის ჯონსონის გრეგორი მარაზლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ხარისხის სახელობის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ“, - განაცხადა მან.

საკრებულო აღნიშნავს, რომ ამ გზით ჯონსონი ავტომატურად იღებს ოდესის საპატიო მოქალაქის ტიტულს.

მერის თქმით, მათი მთავარი მოკავშირე და მეგობარი დიდი ბრიტანეთია. მთელ მსოფლიო საზოგადოებას რომ დაეკავებინა იგივე პოზიცია, რაც ბრიტანეთის ისინი, დიდი ხნის წინ დაამარცხებდნენ ოკუპანტებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი